Friday, April 25, 2014

ანტვერპენის ექვსეული (ან ანტვერპენის 6+)

ყველას გვინახავს 1960 წელს გადაღებული ჯონ სტაჯერსის ფილმი „შესანიშნავი შვიდეული’’, ან მოგვიკრავს თვალი მის კადრებზე. ფილმი მოგვითხრობს შესანიშნავი შვიდეულისა და მათი მეთაურის, კრის ადამსის შესახებ, რომელიც  მიუძღვნის გუნდს მექსიკელი რევოლუციონერის გათავისუფლებისაკენ. ფილმი, მისი კადრები და მათზე დართული მუსიკა იკონური გახდა და დღეისათვის უამრავი გადაცემისა და რეკლამის ფონსა და თემას წარმოადგენს. პირადად ჩემთვის,  „შესანიშნავი შვიდეულის’’ სცენების ხილვისასს ბმულები 1980 წლის ანტვერპენის სამეფო სამხატვრო აკადემიისაკენ მიდის, რადგან თუ ჯონ სტაჯერსმა უზრუნველყო შვიდეულის შექმნა, ბელგიამ მსოფლიოს თავი დაამახსოვრა ექვსი დიზაინერის გაერთიანებით, რომელსაც ანტვერპენის ექვსეულს უწოდებენ.